воскресенье, 25 апреля 2010 г.

1.პროექტის სახელი:საქართველოო ლამაზო...
2.პროექტის მოკლე აღწერა.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე გურიის მდებარეობას,გაეცნობიან: ისტორიას ან ლეგენდას მისი სახელის წარმოშობის შესახებ,მოსახლეობის რაოდენობას,კურორტებს,მდინარეებს,ტრადიციებს,კერძებს...
3.ვრცელი აღწერა.მოსწავლეები ყოველმხრივ შეისწავლიან გურიას.ისტორიას მისი სახელის წარმოშობის შესახებ.გაარკვევენ საქართველოს რომელ მხარეს მდებარეობს.რომელი მდინარეები მიედინება გურიაში,მათშორის რომელია ყველაზე გრძელი და ღრმა.რომელია გურიის ქალაქები.რომელია რაიონული ცენტრი,რომელი კურორტებია გურიაში,რომელი ცნობილი ადამიანები არიან გურიიდან,რომელი ეკლესია–მონასტრები მდებარეობს გურიაში,რომელი საუკუნით თრიღდება თითოეული მათგანი,რომელი ტრადიციებით გამოირჩევა გურია.
მოსწავლეები შეადგენენ ტურისტულ მარშუტს გურიის კურორტების მიმართულებით და ადგილზე შეისწავლიან მათ ფასეულობებს და მნიშვნელობას ქართული ტურიზმის განვითარებაში.ესტუმრებიან კურორტ ბახმაროს,მოინახულებენ მზის ამოსავალ და ჩასავალ გორებს.ასევე მოინახულებენ კურორტ ნაბეღლავს,სადაც მოედინება მინერალური წყალი "ნაბეღლავი".მოაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას როგორც კურორტების ასევე ეკლესია–მონასტრების შესახებ.მოსწავლეები გაეცნობიან და მოაგროვებენ ფოლკლორულ ნიმუშებს,მოაწყობენ შეხვედრებს ცნობილ ლოტბარებთან .და ჩაწერენ ინტერვიუს მათთან.ასე შხვდებიან ცნობილ იუმორისტებს.მოინახულებენ ნ. დუმბაძის სახლმუზეუმს სოფელ ხიდისთავში.შეხვდებიან ამ სოფლის მცხოვრებლებს და დუმბაძის ნათესავებს.
გაეცნობიან გურულ სამზარეულოს,ერთმანეთს შეეჯიბრებიან ქოთანში ლობიოს მომზადებასა და კეცზე ხაჭაპურის გამოცხობაში.შგროვილ მასალებს განათავსებენ შემდეგ საიტზე.
4.მოსწავლეთა ასაკი:10–.19წელი.

5.ვადების ხანგრძლივობა:25.04.2010. 18.06.2010.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე.ფოტოალბომის ელ.ვერსიის შექმნა.


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შიქმნას:კურორტებისა და ეკლესია –მოანასტრების ფოტოალბომებისა და ბუკლეტების ელ.ვერსიები.

8.სარგებლობა სხვებისთვის:შქმნილ ელ.ვერსიებს გამოიყენებენ პროექტში მონაწილე მოსწავლეები.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მრავალ საგანში(ისტორია,ბიოლოგია,გეოგრაფია,ხელოვნება,საინფ.ტექნ.გამოყენება.
11.პროექტის ფალსილიტატორი:ცისანა დოლიძე.
12.პროექტის ფალსილიტატორის ელ.მისამართი:tsisanadolidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий